Belive

იბრაჰიმოვიჩი: ,,საუკეთესო ფეხბურთელი ვარ მათ შორის, ვისაც MLS-ში უთამაშია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მილანის'' თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, MLS-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა:
,,MLS-ის მადლობელი ვარ, რადგან მათ საშუალება მომცეს თავი ცოცხლად მეგრძნო. ამ ტურნირისთვის ზედმეტად კარგი ვიყავი, რაც დავამტკიცე კიდეც. მე საუკეთესო ფეხბურთელი ვარ მათ შორის, ვისაც MLS-ში უთამაშია და ეს საკუთარი თავის ქება არ არის. იქ გატარებული დროით ვისიამოვნე, მომეწონა მათი მუშაობა, მარკეტინგი. ვფიქრობ, ამერიკაში თამაში საუკეთესო გზა იყო ტრავმის შემდეგ დასაბრუნებლად,'' - იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს ESPN-ი ციტირებს.
იბრაჰიმოვიჩი ,,ლოს ანჯელეს გალაქსიში'' 2018-2019 წლებში თამაშობდა. შვედმა ამერიკული გუნდის მაისურით ჩატარებულ 58 შეხვედრაში 53 გოლი გაიტანა.