Belive

ბორდალასი: ,,მამარდაშვილი წარმოუდგენელ დონეზეა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ლევანტესთან'' გამართული მატჩის შემდეგ, ,,ვალენსიას'' მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ბორდალასმა, ,,ღამურების'' მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა:
,,შემიძლია გითხრათ, რომ მამარდაშვილი გამაოგნებელი პიროვნებაა და წარმოუდგენელ დონეზეა. მისით ძალიან კმაყოფილი ვარ,'' - ბორდალასის სიტყვებს Marca ციტირებს.
მამარდაშვილი ,,ლევანტესთან'' შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ქართველმა მეკარემ დღევანდელ მატჩში მეტოქის დარტყმა ხუთჯერ მოიგერია. 34 ტურის შემდეგ, ,,ვალენსია” 43 ქულით სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციაზეა. ხოსე ბორდალასის გუნდი მომდევნო შეხვედრას 7 მაისს, ,,ბილბაოს” წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები