Belive

არველაძე: ,,ასეთი ცუდი თამაშის შემდეგ თავს საშინლად ვგრძნობ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ჰალ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ, ,,ბრისტოლ სიტისთან'' წაგებულ მატჩზე ისაუბრა:
,,ასეთი ცუდი თამაშის შემდეგ თავს საშინლად ვგრძნობ. მეტოქეს ბევრი თავისუფალი სივრცე დავუტოვეთ. მაღალ ბურთებზე თამაშისას ისინი ძალიან კარგები არიან. თუ დააკვირდებით იმას, რასაც ვაანალიზებთ, იტყვით, რომ მათ ისეთი გოლები გაგვიტანეს, როგორსაც ხშირად ვუშვებთ ხოლმე. ჩვენ ძალია, ძალიან ნელა და რბილად ვითამაშეთ და ეს ძვირად დაგვიჯდა - საშინელი თამაში, საშინელი შედეგი,'' - არველაძის სიტყვებს ჰალის ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
ჩემპიონშიფის 45-ე ტურში ,,ბრისტოლ სიტიმ'' ,,ჰალ სიტის'' უმასპინძლა და 5:0 დაამარცხა. არველაძის გუნდი 50 ქულით სატურნირო ცხრილის მე-18 პოზიციაზეა.

სხვა სტატიები