Belive

პოჩეტინო: ,,მესი მარადონას დონეზეა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, ლეო მესიზე ისაუბრა:
,,როცა მესიზე ვმსჯელობთ, განსაკუთრებულ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ. ლეო დიეგო მარადონას დონეზეა. გასაგებია, რომ მისი პსჟ-ში გადმოსვლა დიდი ცვლილება იყო, რასაც ადაპტაცია სჭირდება. გარკვეული გარემოებების გამო, თავი თავიდანვე ისე კომფორტულად ვერ იგრძნო, როგორც ბარსელონაში გრძნობდა. მის თვისებებში ეჭვი არ მეპარება. მომავალი სეზონი აბსოლუტურად განსხვავებული იქნება,'' - პოჩეტინოს სიტყვებს RM Sport-ი ციტირებს.
მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 31 შეხვედრაში 9 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები