Belive

15 გადარჩენილი სიცოცხლე, ბავშვობის ოცნება და მეთევზეობა - როგორია ფაბიო კოენტრაოს ახალი ცხოვრება ფეხბურთის შემდეგ

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ფაბიო კოენტრაო მადრიდის "რეალის" ისტორიაში საუკეთესო მცველი ნამდვილად არ ყოფილა და არც რჩეული უკანახაზელების რიგები დაუმშვენებია, თუმცა "სამეფო კლუბისთვის" წლების განმავლობაში საჭირო ფიგურა გახლდათ და წარმატებული კარიერით, სტაბილურობითა და უხვი რაოდენობის უპრესტიჟულესი ტიტულებითაც ნამდვილად დაიკვეხნის. მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ტიტულოვან კლუბში გატარებული 7 წლის, ორჯერ ჩემპიონთა ლიგის, ამდენივე ევროპის სუპერ თასისა და 3 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მომგებმა მარცხენა მცველმა, რომელსაც პერსონალურ რეზიუმეს ლა ლიგის 2 ტიტულიც უმშვენებს, ზუსტად 1 წლის წინ, 2021 წლის 1 ივლისს პროფესიონალური კარიერა მშობლიურ კლუბ პორტუგალიურ "რიუ ავეში" დაასრულა და ამ ეტაპზე ფეხბურთისკენ მიბრუნებასა და ყურადღების ეპიცენტრში ყოფნას მშვიდი ცხოვრება არჩია.
UEFA Champions League on Twitter: "A #UCL winner with Real Madrid was born #OnThisDay in 1988. Wish Fábio Coentrão a happy birthday! https://t.co/JdZ0s1b7iz" / Twitter
როგორც ირკვევა, 34 წლის ვეტერანი სპორტსმენი ამჟამად თავისი დროის უდიდეს ნაწილს ხმელეთის ნაცვლად წყალში ატარებს და ბავშვობის ოცნების ახდენას ცდილობს, ოცნების, რომელსაც მეთევზეობა ჰქვია. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ კოენტრაომ კარიერის დასრულების შემდეგ პირველი ნავი იყიდა, ახლა კი სათევზაო გემების ფლოტს ფლობს და ამ ყველაფრით უდიდეს სიამოვნებასაც იღებს.
"ზღვაში ცხოვრება სირცხვილი არ არის, როგორც ეს ბევრს ჰგონია. ეს ისეთი სამუშაოა, როგორც სხვა დანარჩენი. და არა მხოლოდ ეს, ზღვა ლამაზია და ის გვჭირდება. ადამიანებს, რომლებსაც უყვართ ზღვა და ვისაც უნდათ ზღვაში მუშაობის გამოცდილების მიღება, უნდა მიჰყვნენ თავიანთ ოცნებას. ეს ასევე სამუშაოა ახალი თაობებისთვის. მამაჩემს ნავი ჰყავდა, თევზაობდა და ბავშვობაში ყოველთვის მასთან ერთად დავდიოდი, ჩემი ცხოვრება ზღვა იყო... ზღვა და თევზაობა. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ფეხბურთი დასრულდებოდა და ჩემს ცხოვრებაში ახალი მიმართულება უნდა ამერჩია. ჩემი ბედნიერება ეს ნავია და ეს ის ცხოვრებაა, რომლის წარმართვაც მინდა", - თქვა კოენტრაომ Empower Brands-ის YouTube არხთან საუბრისას.
No description available.
გარდა იმისა, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელისთვის ეს საყვარელი საქმიანობა და ჰობია, მან ამით ადამიანის სიცოცხლეც კი გადაარჩინა, თანაც არა ერთის, არამედ 15 მეთევზის, რომელთა გემიც ჩაიძირა, მაგრამ, კოენტრაოს წყალობით ისინი სიკვდილს გადაურჩნენ. საინტერესოა შეცურავს თუ არა გემი სახელად - "ფაბიო კოენტრაო" კვლავაც საფეხბურთო ოკეანეში და აუშვებს თუ არა იგი ახალ აფრას, თუმცა ნათელია, რომ პორტუგალიელის ცხოვრება ამ ეტაპზე დინების მიმართულებით მიცურავს და ახალ თავგადასავალს ეძებს...
Real Madrid star Fabio Coentrao's boat rescues 15 stranded fishermen after vessel sinks at sea

სხვა სტატიები