Belive

15 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი პრემიერლიგის ისტორიაში

1 წლის წინ ფეხბურთი
9 წთ
აქ იხილავთ 15 ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერს, რომელიც პრემიერლიგის კლუბებს შორის განხორციელდა. აქვე შევაფასებთ, რამდენად გაამართლა ამა თუ იმ ტრანსფერმა

15. გაბრიელ ჟესუსი (ადრეა შეფასება)

"სიტიდან" "არსენალში" (£45 მილიონი ფუნტი) რამდენიმე წლის განმავლობაში ბრაზილიელი ფეხბურთელი სერხიო აგუეროს კონკურენტი იყო და სათამაშო დრო თითქმის არ ეძლეოდა. მას შემდეგ, რაც არგენტინელმა გუნდი დატოვა ჟესუსმა სასტარტოში ადგილი მაინც ვერ დაიმკვიდრა და საბოლოოდ, გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილებაც მიიღო. ბრაზილიელმა შემტევმა, "სიტის" შემადგენლობაში, 236 მატჩში 95 გოლი გაიტანა და ოთხი პრემიერ ლიგის ტიტულიც მოიგო. "არსენალის" მწვრთნელი მიკელ არტეტა იმედოვნებს, რომ გაბი გუნდს გამოადგება და ბევრ გოლს გაიტანს.
jesus

14. ბენ ჩილუელი (გაამართლა)

"ლესტერიდან"  "ჩელსიში" (£45 მილიონი ფუნტი) ინგლისელმა King Power Stadium-ზე თამაშს Stamford Bridge-ზე თამაში 2020 წელს არჩია. მან ლონდონში, სადებიუტო სეზონში 42 მატჩი ჩაატარა და "ჩელსის" ჩემპიონთა ლიგის მოგებაშიც დაეხმარა. თუმცა, გასული სეზონის უმეტესი ნაწილი საშინელი ტრავმის გამო გამოტოვა. "ჩელსის" მწვრთნელი თომას ტუხელი და ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გარეტ საუთგეიტი იმედოვნებენ, რომ ის მალე გამოჯანმრთელდება, რადგან კლუბისთვისაც და ნაკრებისთვისაც ბენი მნიშვნელოვანი მოთამაშეა.

13. ჯონ სტოუნსი (გაამართლა)

"ევერტონიდან" "სიტიში" (£47.5 მილიონი) 2016 წელს „სიტიში“ გადასვლის შემდეგ, გულშემატკივრები იმედოვნებდნენ, რომ სტოუნსი გვარდიოლას ხელმძღვანელობით მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდებოდა. თუმცა, მუდმივმა ტრავმებმა და არათანმიმდევრულმა ფორმამ ინგლისის ნაკრების წევრს "ქალაქელთა" რიგებში სისტემატურ ასპარეზობაში ხელი შეუშალა. 2020/2021 წლის სეზონში სტოუნსმა ერთგვარი რენესანსი განიცადა. მან "სიტიში" 195 მატჩი ჩაატარა და ამჟამად კლუბში მეშვიდე სეზონის ჩასატარებლად ემზადება.

12. რაჰიმ სტერლინგი (გაამართლა)

"ლივერპულიდან" "სიტიში" (£49 მილიონი) სტერლინგი მერსისაიდელი ხალხის ნომერ პირველი საძულველი ადამიანი გახდა მას შემდეგ, რაც 2015 წელს უარი თქვა "ლივერპულთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე და "სიტიში" გადასვლას დათანხმდა. მისი სადებიუტო სეზონი წარმატებული ვერ აღმოჩნდა, თუმცა, წლების შემდეგ რაჰიმი მანჩესტერული კლუბის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. მან 337 თამაშში 131 გოლი გაიტანა და 94 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც გვარდიოლას ეპოქის ყველა მოთამაშეს შორის საუკეთესოა. "სიტი" რაჰიმმა ოთხი პრემიერ ლიგის ტიტულით დატოვა და ახლა უკვე ლონდონური "ჩელსის" ღირსებას დაიცავს.

11. რაჰიმ სტერლინგი (ადრეა შეფასება)

"სიტიდან" "ჩელსიში" (£50 მილიონი) "მანჩესტერ სიტიდან" "ჩელსიში" გადასვლით სტერლინგი კვლავ მოხვდა 15 ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერში. 27 წლის რაჰიმი მშვენიერ ფორმაშია და არაფერი შეუშლის ხელს ლონდონელთა რიგებშიც განაგრძოს გოლების გატანა.

10. აარონ ვან-ბისაკა (არ გაამართლა)

"კრისტალ პალასიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" (£50 მილიონი) მანჩესტერ იუნაიტედის სავალალო ტრანსფერი. ვან-ბისაკა გახდა ყველაზე ძვირად ღირებული ინგლისელი ფეხბურთელი, მას შემდეგ, რაც "წითელ ეშმაკებს" შეუერთდა. ახალგაზრდა მარჯვენა მცველში 50 მილიონის გადახდა საკმაოდ ძვირი ჩანდა. იმ დროს აარონს პირველ გუნდში 50-ზე ნაკლები მატჩი ჰქონდა ჩატარებული. ვან-ბისაკამ გასულ სეზონში, რბილად რომ ვთქვათ, საკუთარი დაცვითი უნარები ბოლომდე ვერ აჩვენა, რადგან "იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის 38 მატჩში 57 გოლი გაუშვა. "იუნაიტედი" მზად არის ვან-ბისაკა ამ ზაფხულშივე გაყიდოს.

 9. რიშარლისონი (ადრეა შეფასება)

"ევერტონიდან" "ტოტენჰემში" (£50 მილიონი) ბრაზილიელმა ფეხბურთელმა "ევერტონის" მაისურით 152 თამაშში 53 გოლი გაიტანა, რაც კარგი შედეგია კლუბის ბოლო სეზონების გათვალისწინებით. "ტოტენჰემის"  მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე რიშარლისონს ძირითადის მოთამაშედ მოიაზრებს.

8. კაილ უოლკერი (გაამართლა)

"ტოტენჰემიდან" "მანჩესტერ სიტიში" (£50 მილიონი) უოლკერი ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა 2017 წელს, როდესაც "სიტის" შეუერთდა. მან მაშინვე დაიმკვიდრა კლუბში ადგილი. "სიტიში", სადებიუტო სეზონში, უოკერმა 48 მატჩი ჩაატარა.  ახლა მცველს  214 მატჩი აქვს ჩატარებული და ოთხი პრემიერ ლიგის, ოთხი EFL თასის და ინგლისის თასის მოგებაც შეძლო. 32 წლის უოკერს კონტრაქტი "ქალაქელებთან" წლის ბოლომდე აკავშირებს და სავარაუდოდ მათი ურთიერთობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

7. ბენ უაითი (ადრეა შეფასება)

"ბრაიტონიდან" "არსენალში" (£50 მილიონი) ვიდრე გუნდები შეთანხმებას მიაღწევდნენ, "ბრაიტონმა" "არსენალის" ორი წინადადება უარყო. საბოლოოდ "მეთოფეებმა"  მიაღწიეს წარმატებას და ინგლისის ნაკრების მცველში 50 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. უაითმა სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი გუნდში და გაბრიელთან ერთად დაცვის კარგი წყვილიც ჩამოაყალიბა.

6. ფერნანდო ტორესი (არ გაამართლა)

"ლივერპულიდან" "ჩესლიში" (£50 მილიონი) ტორესმა "ლივერპულის" ფანებს გული დასწყვიტა მას შემდეგ, რაც 2011 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე "ჩელსიში" გადავიდა. მასში გადახდილი 50 მილიონი ფუნტი იმ დროს ასტრონომიულ თანხად ჩანდა და ესპანელი ყოველთვის ცდილობდა თავისი უზარმაზარი ფასი გაემართლებინა. მან შეძლო და 2012 წელს ლურჯებთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო, თუმცა კლუბი ორი წლის შემდეგ დატოვა, რადგან მოლოდინი ვერ გაამართლა.

5. რიად მაჰრეზი (გაამართლა)

"ლესტერიდან" "სიტიში" (£60 მილიონი)  2018 წელს "სიტიში" გადასვლით მაჰრეზი ყველაზე ძვირადღირებული აფრიკელი ფეხბურთელი გახდა. გარემარბმა ოთხი სეზონის განმავლობაში 63 გოლი გაიტანა და 45 საგოლე გადაცემა გააკეთა, "სიტისთან" ერთად შვიდი მთავარი ჯილდო მოიგო, მათ შორის პრემიერ ლიგის სამი ტიტული. მას შემდეგ, რაც სტერლინგმა და ჟესუსმა "სიტი" დატოვეს მაჰრეზს, სავარაუდოდ, უფრო მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ სეზონში და შესაბამისად, მეტი სათამაშო დროც მიეცემა.

4. ვირჯილ ვან დაიკი (გაამართლა)

"საუთჰემპტონიდან" "ლივერპულში" (£75 მილიონი) ვან დაიკზე ბევრი საუბარი ალბათ არაა საჭირო. ყველამ ვიცით, როგორი მაღალი დონის ფეხბურთელიცაა ვირჯილი. ნიდერლანდელი ფეხბურთელი მაშინვე გახდა "ლივერპულის" ლიდერი და საგრძნობლად გამოასწორა გუნდის თამაში დაცვაში. "ლივერპულში" გადასვლის შემდეგ მან პრემიერ ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, FA თასი და EFL თასი მოიგო.

3. რომელუ ლუკაკუ (არ გაამართლა)

"ევერტონიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" (£75 მილიონი) "იუნაიტედის" კიდევ ერთი შენაძენი, რომელმაც მოლოდინი ვერ გაამართლა. ლუკაკუმ თავიდან შთამბეჭდავად დაიწყო, პირველ ცხრა მატჩში 10 გოლი გაიტანა. მან პირველ სეზონში  51 მატჩში 27 გოლი გაიტანა. მეორე სეზონში ლუკაკუ დიდი ზეწოლის  ქვეშ მოექცა. საბოლოოდ, 12 მატჩიანი უგოლო სერიის შემდეგ ბელგიელმა მანჩესტერი დატოვა  და მილანის "ინტერში" გადავიდა.

2. ჰარი მაგუაიერი (არ გაამართლა)

"ლესტერიდან" "მანჩესტერში" (£80 მილიონი) მაგუაიერის მიერ 2018 წლის მსოფლიო თასზე და "ლესტერში" ჩატარებულმა მატჩებმა "იუნაიტედი" დაარწმუნა,რომ ინგლისელში 80 მილიონი ფუნტის გადახდა მიზანშეწონილი იქნებოდა. თავდაპირველად ჰარიმ ოლდ ტრაფორდზე კარგი  შთაბეჭდილება დატოვა და 2020 წელს კაპიტნის სამკლაურიც მიიღო. მაგრამ, როგორც ჩანს, დამატებითმა პასუხისმგებლობამ მასზე ცუდად იმოქმედა. უკვე დიდი ხანია მაგუაიერის სათამაშო ფორმა ვერანაირ კრიტიკას უძლებს. ახალმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰეგმა დაადასტურა, რომ მაგუაიერი შეინარჩუნებს კაპიტნობას, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

1. ჯეკ გრილიში (ადრეა შეფასება)

"ასტონ ვილადან" "სიტიში" (£100 მილიონი) გრილიში ყველაზე ძვირადღირებული ბრიტანელი ფეხბურთელი გახდა მას შემდეგ, რაც გასულ ზაფხულს "ასტონ ვილადან"  "სიტიში" გადავიდა. ჯერჯერობით ინგლისელი ვერ ამართლებს მოლოდინს, მიუხედავად იმისა, რომ "სიტის" პრემიერ ლიგის ტიტულის დაცვაში დაეხმარა. მან ყველა ტურნირზე 39 მატჩში მხოლოდ 6 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები