15 წელი დაუვიწყარი მილანური დერბიდან

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში არაერთი დაუვიწყარი მატჩი გამართულა. ერთ-ერთი ყველაზე დრამატული შეხვედრა კი 2005 წელს “სან სიროზე”, “მილანისა” და “ინტერს” შორის შედგა.

დერბი “დელა მადონინა” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაიმართა. იმ დროს ორივე კლუბის რიგებში ლეგენდები ასპარეზობდნენ.

“მილანში” კაფუ, ზეედორფი, პირლო, შევჩენკო, ნესტა  მალდინი და სხვა რასკვლავები ირიცხებოდნენ, ხოლო “ინტერში”, კამბიასო, ვერონი, ძანეტი, ადრიანო, სტანკოვიჩი და ა.შ

პირველი შეხვედრა “როსონერიმ” სტამისა და შევჩენკოს გოლების წყალობით 2:0 მოიგო.

განმეორებითი შეხვედრა კი ძალიან დრამატული გამოდგა. მეორე ტაიმში კამბიასომ გოლი გაიტანა, თუმცა მსაჯმა არ ჩათვალა. ამაზე “ნერაძურის” გულშემატკივრები გაცოფდნენ და შემდეგ დაიწყო ყველაზე ცუდი ეტაპი.

“ინტერის” ქომაგებმა სტადიონზე ცეცხლმოკიდებული ბოთლები და ქოლგები ისროლეს. ერთ-ერთი ბოთლი “მილანის” მეკარეს დიდას მოხვდა.

15 წელი დაუვიწყარი მილანური დერბიდან 1
სტადიონი მთლიანად ქაოსმა მოიცვა.ირგვლივ, ყველაფერი წითელ ნისლში იყო გახვეული. მატჩის მთავარმა არბიტრმა, მარკუს მერკმა, შეხვედრა 20 წუთით შეაჩერა, რა დროსაც ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა ისტორიული ფოტო გადაიღო.  სურათზე მარკო მატერაცი, რუი კოშტას მხარზე ეყრდნობა და ერთად ადევნებენ თვალს, მიმდინარე მოვლენებს.

15 წელი დაუვიწყარი მილანური დერბიდან 2

20 წუთის შემდეგ მარკუს მერკმა თამაში განაახლა. სტადიონზე სიტუაცია შედარებით დამშვიდდა.  საბოლოო ჯამში მატჩი 3:0 დასრულდა, “მილანის” სასარგებლოდ. ორი მატჩის ჯამში “როსონერიმ” “ნერაძური” 5:0 გაანადგურა.

უეფას სადისწიპლინო კომიტეტმა, “ინტერი” დასაჯა. შემდეგი 4 მატჩი, რომელიც ევროტურნირების ეგიდით ჩატარდებოდა, მაყურებლის გარეშე ჩაივლიდა.

იმ წელს “მილანი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც ასევე ისტორიული დაპირისპირება შედგა “ლივერპულთან.”

ანჩელოტის შეგირდები პირველი ტაიმის შემდეგ 3:0 იგებდნენ. მეორე ნახევარში ბენიტესის გუნდმა ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო ჯამში, იერჟი დუდეკის საოცარი თამაშის ფონზე, “მერსისაიდელებმა” პენალტების სერიაში გაიმარჯვეს.

(119)

15 წელი დაუვიწყარი მილანური დერბიდან

სტატიის ავტორი
-