Belive

15 წლიანი ეპოქა სრულდება - მარსელო კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" მარცხენა მცველი - მარსელო, "სამეფო კლუბში" 15 წლიან ეპოქას ასრულებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლეგენდარულ მარცხენა მცველს "რეალთან" კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს უმთავრდება, თუმცა გახანგრძლივებაზე საუბარი აღარ განიხილება და მარსელო მადრიდს დატოვებს. 33 წლის მარცხენა მცველმა საკუთარი თავი სწორედ მადრიდის "რეალში" დაიმკვიდრა და ჩამოყალიბდა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესოდ ამ პოზიციაზე, თუმცა ყველაფერი მთავრდება... უკვე მესამე სეზონია, როდესაც მარსელომ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა და კლუბში თამაში ძალიან იშვიათად უწევს, ეს ყველაფერი კი იმაზე მეტყველებს, რომ კლუბში მისმა როლმა იკლო და ყველაფერი დასასრულს უახლოვდება. ბრაზილიელი ჟურნალისტები კი ირწმუნებიან, რომ მარსელო სათამაშოდ სამშობლოში დაბრუნდება. მისი მომავალი კლუბი სავარაუდოდ ,,ფლუმინენსე" იქნება, სადაც მან კარიერა დაიწყო. მარსელო მადრიდის "რეალში" 2007 წლიდან ირიცხება, სადაც მან დღემდე 533 მატჩი ჩაატარა. მან თავი გოლით 38-ჯერ, ხოლო საგოლე გადაცემით 101-ხელ გამოიჩინა. "სამეფო კლუბთან" ერთად მოიგო 22 ტიტული, აქედან ოთხჯერ კი ჩემპიონთა ლიგა.

სხვა სტატიები