Belive

15 წლის ბავშვი, რომელმაც FIFA 2021-ში 535 შეხვედრის მოგების შემდეგ პირველი მარცხი იწვნია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ანდრეს ვეირგანგი 15 წლის დანიელი "გეიმერია", რომელმაც მსოფლიო საკუთარი დაუჯერებელი შესაძლებლობითა და შედეგით გააოცა. საქმე იმაშია, რომ დანიელმა მოზარდმა კომპიუტერულ თამაშ "FIFA 2021"-ში ყველა დროის რეკორდი დაამყარა, მან მიჯრით 535 შეხვედრა მოიგო, რაც ერთობ დაუჯერებელი შედეგია.

ისტორიული მოგებათა სერია გერმანელმა მოთამაშემ შეაჩერა, რომლის სათამაშო ზედმეტსახელიც "Damesheet"-ია, მან 15 წლის მოზარდს ანგარიშით - 5:1 სძლია. დანიელმა მოთამაშემ "გეიმინგის" მოყვარულ საზოგადოებას აქამდეც დაამახსოვრა თავი, ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც FIFA 2019-ში მოგება წაგებათა 30:0-ზე ბალანსი დააფიქსირა, მაშინ როდესაც სულ რაღაც 12 წლის იყო. შეხვედრის მიმოხილვა:

 

სხვა სტატიები