Belive

15 წლის ბრაზილიელი ვუნდერკინდი, რომელზეც ევროპული გრანდები ნადირობენ

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"პალმეირასის" 15 წლის ვუნდერკინდი - ენდრიკი, ევროპული გრანდების სატრანსფერო რადარზე მოხვდა. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ენდრიკი €45 მილიონადაა შეფასებული და მასზე ევროპული ფეხბურთის ისეთი ფლაგმანები ნადირობენ, როგორიცაა: "რეალი", "ბარსელონა" და "მანჩესტერ სიტი". მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თანაგუნდელებსა და მოწინააღმდეგეებს ასაკით ჩამორჩება, ენდრიკმა "კოპინიაზე" ბრწყინვალე პერფორმანსი შემოგვთავაზა და "პალმეირასს" ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა. ტურნირზე ჩატარებულ 7 მატჩში, ენდრიკმა 6 გოლის გატანა შეძლო. ცალკე აღნიშვნის ღირსია 1/4-ფინალურ დაპირისპირებაში გატანილი 20-მეტრიანი მაკრატელა.

"კოპინია" ყველაზე პრესტიჟულ ახალგაზრდულ ტურნირად ითვლება, რომელშიც ბრაზილიის საუკეთესო 20-წლამდე ფეხბურთელები იღებენ მონაწილეობას. აღნიშნულ ტურნირზე 2008 წელს ნეიმარმა გაიბრწყინა და მას შემდეგ, სრულიად ბრაზილია მომავალი ვუნდერკინდის მოლოდინში იყო. ნეიმარის "დაჩრდილვა" 15 წლის ენდრიკმა შეძლო, რომელსაც უკვე უწინასწარმეტყველებენ უდიდეს მომავალს. ენდრიკის სასახელოდ უნდა აღინიშნოს, რომ "პალმეირასის" ასაკობრივი გუნდების რიგებში ჩატარებულ 170 შეხვედრაში, 167 გოლი გაიტანა.
 
View this post on Instagram
 

A post shared by NXGN (@nxgn_football)

სხვა სტატიები