Belive

15 წლის წინ გარდაცვლილი ამომავალი ვარსკვლავი FIFA 21-ში შეიყვანეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
15 წლის წინ, "ქპრ"-ს ამომავალი ვარსკვლავი კიიან პრინსი გარდაიცვალა. ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალებამ, რომელსაც უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ ინგლისური კლუბის გულშემატკივრები შოკში ჩააგდო. საკუთარი სკოლის ეზოში ტრაგიკულად მოკლული კიიან პრინსი დღეს 30 წლის გახდებოდა. ფეხბურთელის სახელის უკვდავსაყოფად, კიიაპ პრინსი პოპულარულ კომპიუტერულ თამაშ FIFA 21-ში შეიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მომავალ სეზონში "ქპრ" კიიან პრინსს განაცხადში 30 ნომრიანი მაისურით შეიყვანს. "მინდა ჩემი შვილი ახსოვდეთ არა ტრაგედიის გამო, რომელმაც მისი სიცოცხლე შეიწირა - არამედ ბრწყინვალე საფეხბურთო ნიჭისა და იმ ტრიუმფისთვის, რომელსაც ახალგაზრდულ ასაკში მიაღწია", - აღნიშნა კიიან პრინსის მამამ.

სხვა სტატიები