Belive

150 მილიონი გვარდიოლასთვის - სიტი ტრანსფერებისთვის ემზადება 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, "მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობა, პეპ გვარდიოლას, შემადგენლობის გაძლიერების მიზნით, 150 მილიონ ევროს გამოუყოფს. სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ დააკმაყოფილა "ქალაქელების" საჩივარი და ჩემპიონთა ლიგაში ორწლიანი ბანი გააუქმა. ასევე, ჯარიმის სახით დაკისრებული გადასახადი 30 მილიონი ევროდან 10 მილიონამდე შემცირდა. ასე რომ, კლუბს ტრანსფერებში ფულის დასახარჯად მეტი შესაძლებლობა ექნება. როგორც თავად ესპანელი სპეციალისტი ხშირად აღნიშნავს, მის გუნდს ცენტრალური და მარცხენა მცველის პოზიციების გაძლიერება სჭირდება, თუმცა ურიგო არ იქნებოდა, პეპს თავდამსხმელის ძებნაც დაეწყო, რადგან სერხიო აგუეროს კონტრაქტი ერთ წელიწადში იწურება. ცნობილია, რომ ამ სეზონზე, გვარდიოლას მთავარი სამიზნე "ნაპოლის" უკანახაზელი კალიდუ კულიბალი და "ბაიერნის" განაპირა დამცველი დავიდ ალაბა იქნება. რამდენიმე დღის წინ, პრემიერლიგის ექს-ჩემპიონმა ბიუჯეტში 49 მილიონი ევრო მიიღო, რომელიც გუნდს ლეროი სანეს მიუნხენის "ბაიერნში" გაყიდვის შემდეგ შეუვიდა.

სხვა სტატიები