Belive

გვარდიოლა: ,,შესაძლოა, საკმარისად კარგი არ ვარ იმისთვის, რომ სიტის ჩემპიონთა ლიგა მოვაგებინო''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, უპასუხა შეკითხვას, შეძლებს თუ არა მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოგებას:
,,შესაძლოა, საკმარისად კარგი არ ვარ იმისთვის, რომ მანჩესტერ სიტის ჩემპიონთა ლიგა მოვაგებინო. არავინ იცის, მოიგებდა თუ არა ჩვენი გუნდი სხვა ფეხბურთელებთან და სხვა მწვრთნელთან ერთად. გამარჯვებასთან ახლოს ვიყავით, ეს ყველამ ვიცით, თუმცა, მთავარია, რომ ტიტულისთვის მომავალ სეზონში ვიბრძოლებთ. პასუხი არ მაქვს იმაზე, შევძლებთ თუ არა ჩეპიონთა ლიგის მოგებას. ფეხბურთი მოულოდნელობებითაა სავსე, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით. შეიძლება, ვცდები, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ხალხმა აბუ დაბიდან ამხელა ინვესტიცია ამ გუნდში ჩადო იმისთვის, რომ მომხდარიყო ის, რაც ბოლო წლების განმავლობაში ხდებოდა და არა მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგა მოგვეგო,'' - გვარდიოლას სიტყვებს The Guardian-ი ციტირებს.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ,,რეალმა” ,,მანჩესტერ სიტის” დამატებით დროში 3:1 მოუგო და ფინალში გავიდა. ,,სამეფო გუნდმა” ორი გოლის გატანა 90-ე და 91-ე წუთებზე შეძლო.

სხვა სტატიები