Belive

სალაჰი: ,,ლივერპულში რეალთან თამაში ყველას უნდოდა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ლივერპულის'' შემტევმა, მოჰამედ სალაჰმა, განმარტა თუ რატომ სურდა ,,რეალთან'' შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ფინალში:
,,ლივერპულში ნებისმიერისთვის რომ გეკითხათ, გეტყოდნენ, რომ რეალთან თამაში ყველას უნდოდა. არ ვიცი, რატომ არ შეიძლება ამაზე საუბარი. ასეთი დეტალების მიმართ მშვიდად ვარ განწყობილი. მე ეს მატჩი მინდოდა, მსურდა, რომ რეალს შევხვედროდით და არა - სიტის. მადრიდის რეალი წარმოუდგენელი კლუბია დიდი მწვრთნელითა და შესანიშნავი ფეხბურთელებით. როცა მკითხეს, ვის წინააღმდეგ ვისურვებდი თამაშს, ვუპასუხე რეალი. ეს ჩემთვის მარტივი არჩევანი იყო,'' - სალაჰის სიტყვებს Sky Sports-ი ციტირებს.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში ,,ლივერპული'' მადრიდის ,,რეალს'' დაუპირისპირდება. ეს გუნდები ფინალში ერთმანეთს 2018 წელსაც შეხვდნენ, მატჩი ,,სამეფო გუნდის'' გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

სხვა სტატიები