Belive

ნეიმარი: ,,მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად სიცოცხლეს გავწირავ''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ნეიმარმა, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ისაუბრა:
,,ამ სეზონში პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან მინდოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ მოვახერხეთ. ახლა მსურს, რომ 2022 წელი მსოფლიო ჩემპიონატის მოგებით დავასრულო. იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად იყოს და თასი ბრაზილიაში ჩავიტანოთ, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად ვემზადები. ამ ტიტულისთვის სიცოცხლეს გავწირავ. მსოფლიო ჩემპიონატზე ორჯერ მაქვს ნათამაშები და ვიცი, რას ნიშნავს ეს - თუ ბოლომდე მზად არ ხარ, შანსი გაქრება,'' - ნეიმარის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.
ყატარში მსოფლიო ჩემპიონატი 21 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება. ბრაზილია G ჯგუში სერბეთის, შვეიცარიისა და კამერუნის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

სხვა სტატიები