Belive

გვარდიოლა: ,,თუ სიტი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ეს ჩვენ მიერ დახარჯული ფულის დამსახურება იქნება''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ სიტის'' მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას, ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ,,რეალთან'' მარცხის შემდეგ, კიდევ უფრო მეტად სურს თუ არა ჩემპიონთა ლიგის მოგება:
,,არა, მე ყოველთვის მონდომებული ვარ! არ შემიძლია, ერთი წელი ვიცხოვრო იმაზე ფიქრით, თუ რა მომანიჭებს ბედნიერებას. ვიცი, რომ ხალხს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს, ამიტომ, ახლა წასვლა არ შემიძლია. როცა ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ, და იმედი მაქვს, რომ ასე მოხდება, ეს ჩვენ მიერ დახარჯული ფულის დამსახურება იქნება. არავინ ისაუბრებს გაწეულ სამუშაოზე, ეს ნორმალურია. ჩვენ ვართ ერთადერთი გუნდი ბოლო 10, 15, 20 წლის განმავლობაში, რომელიც ფულს ხარჯავს... ის, რაც მადრიდში მოხდა, მანჩესტერ სიტის დაეხმარება. ხალხი ახლა ამას ვერ ხვდება, მაგრამ მე გეტყვით, რომ ეს კარგია. ვისურვებდი, რომ წელს ჩემპიონთა ლიგა მოგვეგო, თუმცა ვერაფერს შევცვლით,'' - გვარდიოლას სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ,,რეალმა” ,,მანჩესტერ სიტის” დამატებით დროში 3:1 მოუგო და ფინალში გავიდა. ,,სამეფო გუნდმა” ორი გოლის გატანა 90-ე და 91-ე წუთებზე შეძლო.

სხვა სტატიები