Belive

ეტო'ო: ,,არ მესმის, რატომ არ შეუძლია კამერუნს მსოფლიო ჩემპიონატის მოგება''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კამერუნის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ამჯერად კი კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, სამუელ ეტო'ომ, განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მის ნაკრებსაც შეუძლია:
,,არ მესმის, რატომ არ შეუძლია კამერუნს მსოფლიო ჩემპიონატის მოგება? მიმაჩნია, რომ გასამარჯვებლად აუცილებელი არ არის მონსტრი ან უცხოპლანეტელი იყო, საჭიროა კარგი მომზადება, ძლიერი მენტალიტეტი და სიგიჟე. კარიერის განმავლობაში რამდენიმე ტიტული მოვიგე და ამისთვის ყველაფერი გავაკეთე. ყოველთვის ინტერის მაგალითი მომყავს. 2009-2010 წლების სეზონში ვერავინ იფიქრებდა, რომ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებდით, მაგრამ მოურინიოსთან ერთად, რაღაც სიგიჟე ჩავიდინეთ. მინდა, რომ მსგავსი რამ კამერუნის ნაკრების შემთხვევაშიც მოხდეს,'' - ეტო'ოს სიტყვებს Besoccer-ი ციტირებს.
ყატარში მსოფლიო ჩემპიონატი 21 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება. კამერუნი G ჯგუში სერბეთის, შვეიცარიისა და ბრაზილიის ნკრებებთან ერთად იასპარეზებს.

სხვა სტატიები