Belive

პარედესი: ,,როცა მესის სტვენა დაუწყეს, ამის დაჯერება არ შემეძლო''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის'' ნახევარმცველი, ლეანდრო პარედესი, პარიზული გუნდის ქომაგების მხრიდან ლეო მესის მიმართ სტვენას გამოეხმაურა:
,,როცა სტვენა დაიწყეს, ამის დაჯერება არ შემეძლო. რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რომ ამას მასზე ემოქმედა, მაგრამ ეს სიგიჟე იყო. უსიამოვნოა, რადგან ლეოს ვიცნობ და ვიცი, რამდენს აკეთებს ის გუნდისთვის. ცდილობს, რომ პსჟ-სთვის ყოველთვის ბოლომდე დაიხარჯოს. სიმართლე გითხრათ, სტვენა შემაშფოთებელია,'' - განაცხადა პარედესმა.
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, ,,პარი სენ ჟერმენის” გულშემატკივრებმა, საკუთარი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს, მათ შორის მესისა და ნეიმარს, არაერთხელ უსტვინეს. მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე ,,პსჟ-ს” მაისურით ჩატარებულ 31 მატჩში 9 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები