Belive

,,მათი ინდივიდუალობა ვერ დავინახე, როცა ფინალში გავანადგურე'' - პეპმა ევრას და ბერბატოვს უპასუხა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, პატრის ევრასა და დიმიტარ ბერბატოვის კრიტიკას უპასუხა. ,,ქალაქელების'' ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, ევრამ განაცხადა, რომ ესპანელ სპეციალისტს, წარუმატებლობის შემთხვევაში, სათადარიგო გეგმა არ აქვს. ბერბატოვის თქმით კი ,,სიტის'' გამარჯვებულის მენტალიტეტი აკლია.
,,ინდივიდუალობა იმიტომ არ გვაქვს, რომ ორ წუთში ორი გოლი გავუშვით მას შემდეგ, რაც მომენტი გავანიავეთ?  ბოლო 4 თამაშში 22 გოლი რომ გავიტანეთ? ბოდიში, მაგრამ მათ აბსოლუტურად არ ვეთანხმები. ბერბატოვისა და ევრას წინააღმდეგ მითამაშია და მათი ასეთი ინდივიდუალობა ვერ დავინახე, როცა ბარსელონასთან ერთად მანჩესტერი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავანადგურე,'' - გვარდიოლას სიტყვებს Sky Sports-ი ციტირებს.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ,,რეალმა” ,,მანჩესტერ სიტის” დამატებით დროში 3:1 მოუგო და ფინალში გავიდა. ,,სამეფო გუნდმა” ორი გოლის გატანა 90-ე და 91-ე წუთებზე შეძლო.

სხვა სტატიები