Belive

პიკე: ,,მოურინიომ რეალისა და ბარსელონას ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა გაანადგურა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის ,,ბარსელონას'' მცველმა, ჟერარ პიკემ, ჟოზე მოურინიოს ,,რეალთან'' დაპირისპირება გაიხსენა:
,,როცა მოურინიო რეალში მივიდა, მან იცოდა, რომ ისინი მოედანზე ჩვენზე სუსტები იყვნენ. ჩვენ ნამდვილად საუკეთესო გუნდი გვყავდა. ჟოზემ მოთამაშეებს შორის ურთიერთობა გაანადგურა. მახსოვს, რომ რეალთან შეხვედრების შემდეგ, ეროვნულ გუნდში თამაში რთული იყო, რადგან ჟოზე საკუთარ მოთამაშეებს ეუბნებოდა, რომ მათ ვერ ვიტანდით, ისინი კი ამას იჯერებდნენ. გასახდელში კასილასს მივუახლოვდი და მივესალმე, მან კი პასუხი არ გამცა. მაშინ ამას ვერ ვხვდებოდი, მაგრამ მწვრთნელმა ნამდვილად იცოდა, როგორ ემოქმედა ფეხბურთელების გონებაზე,'' - განაცხადა პიკემ.
ჟოზე მოურინიო ,,რეალში'' 2010-დან 2013 წლამდე მუშაობდა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ,,სამეფო გუნდთან'' ერთად ლა ლიგა, ესპანეთის თასი და სუპერთასი მოიგო.

სხვა სტატიები