Belive

მორიენტესი: ,,რეალისთვის ლივერპული ყველაზე ცუდი მეტოქეა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ფერნანდო მორიენტესმა, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფინალურ მატჩზე ისაუბრა:
,,როცა ჩემპიონთა ლიგა დაიწყო, ვთქვი, რომ ერთადერთი გუნდი, რომელსაც რეალის მეტოქედ არ ვისურვებდი, ლივერპული იყო. ახლა ამის თავიდან აცილება შეუძლებელია. ჩემი აზრით, ეს ყველაზე ძლიერი კლუბია, უფრო ძლიერი, ვიდრე - ბაიერნი, პსჟ და სიტი. რეალისთვის ლივერპული ყველაზე ცუდი მეტოქეა. მათ შეტევაში ძალიან სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ, მადრიდელებს კი უჭირთ, როცა დაცვის ხაზი აწეულია. თუ აქამდე ფრთხილად სამი მოთამაშის - სალაჰის, მანესა და ფირმინოს წინააღმდეგ უნდა ყოფილიყავი, ახლა მათ დიასი და ჟოტაც დაემატნენ. ხუთი თავდამსხმელი. ლივერპულს შესანიშნავი შემტევები ჰყავს, მაგრამ შანსები 50-50-ზეა,'' - მორიენტესის სიტყვებს AS-ი ციტირებს.
28 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ,,ლივერპული” მადრიდის ,,რეალს” დაუპირისპირდება. ეს გუნდები ფინალში ერთმანეთს 2018 წელსაც შეხვდნენ, მატჩი ,,სამეფო გუნდის” გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

სხვა სტატიები