Belive

პიოლი: ,,ბიჭებს კობი ბრაიანტის ინტერვიუ ვაჩვენე, სადაც ამბობს, რომ ფლეიოფში 2:0-ზე საქმე არ დასრულებულა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მილანის'' მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ, ,,ატალანტასთან'' მატჩის შემდეგ, განმარტა, როგორ ეხმარება საკუთარ ფეხბურთელებს კონცენტრირებაში:
,,გულწრფელად გითხრათ, ბოლო რამდენიმე კვირა აბსოლუტურად ჩვეულებრივი იყო, რადგან ჩემი ფეხბურთელების დამოკიდებულებას ვხედავ - ისინი იცინიან, ხუმრობენ, მაგრამ ვარჯიშზე მოსულები კონცენტრირებულები არიან, ამიტომ ზედმეტი ფიქრი არ მჭირდება. ბიჭებს კობი ბრაიანტის ინტერვიუ ვაჩვენე, სადაც ამბობს, რომ ფლეიოფში 2:0-ზე საქმე არ დასრულებულა და ბოლომდეა მისაყვანი. ჩვენ შემთხვევაშიც ასეა. სიმშვიდე და კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ, რაც, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს,'' - პიოლის სიტყვებს Football Italia ციტირებს.
სერია ა-ს 37 ტურის შემდეგ, ,,მილანი'' 83 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,ინტერს'' 2 ქულით უსწრებს. ,,როსონერი'' ბოლო ტურში ,,სასუოლოს'' ესტუმრება და გამარჯვების შემთხვევაში იტალიის ჩემპიონი გახდება.

სხვა სტატიები