Belive

ჰაზენჰუტლი ლივერპულთან მატჩზე: ,,ეს ჩვენი ჩემპიონთა ლიგის ფინალია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,საუთჰეპტონის'' მთავარმა მწვრთნელმა, რალფ ჰაზენჰუტლმა, ,,ლივერპულთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,ლივერპულმა ამ სეზონში მხოლოდ სამი მატჩი წააგო, თუ მათი დამარცხება გინდა, იდეალური შეხვედრა უნდა ჩაატარო. დღევანდელი თამაში საჩემპიონო რბოლის ნაწილია, რაც მეტოქეს დამატებით მოტივაციას აძლევს, მაგრამ ასეა ჩვენს შემთხვევაშიც, რადგან, ვესტ ჰემის მსგავსად, შეგვიძლია, რაღაც განსაკუთრებული გავაკეთოთ. ეს ჩვენი ჩემპიონთა ლიგის ფინალია. მოწინააღმდეგეს აგრესიული ფეხბურთი უნდა შევთავაზოთ, ასეთ შემთხვევაში, ყველაფერი ჩვენზე იქნება დამოკიდებული,'' - ჰაზენჰუტლის სიტყვებს Sky Sports-ი ციტირებს.
დღეს, პრემიერლიგის 37-ე ტურში, ,,ლივერპული'' ,,საუთჰემპტონს'' ესტუმრება. იმ შემთხვევაში თუ ,,მერსისაიდელები'' დამარცხდებიან, პრემიერლიგის ჩემპიონობას ,,მანჩესტერ სიტი'' დღესვე გაიფორმებს.

სხვა სტატიები