Belive

მოურინიო: ,,რა თქმა უნდა, რომასთან მატჩში ფეიენოორდს დიდი უპირატესობა აქვს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,რომას'' მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ,,ფეიენოორდთან'' გასამართ კონფერენს ლიგის ფინალურ მატჩზე ისაუბრა:
,,ეს მიმდინარე სეზონში ევროტურნირზე ჩვენთვის მე-15 მატჩი იქნება. აგვისტოში დავიწყეთ და ბევრი ვიმოგზაურეთ. სერია ა-ში ქულების დაკარგვით მძიმე ფასი გადავიხადეთ. როცა სატურნირო ცხრილს ვუყურებ, ამ შეხვედრებზე და მსაჯების შეცდომებზე ვფიქრობ. კონფერენს ლიგა რთული ტურნირია და ფინალის მოგებით შეგვიძლია, ისტორიაში შევიდეთ. რა თქმა უნდა, ფეიენოორდს დიდი უპირატესობა აქვს. მათ ჩემპიონატში სეზონი დასრულებულია, ჩვენ კი ტორინოსთან მნიშვნელოვანი მატჩი გველის. ფეხბურთელებისთვის დასასვენებლად მეტი დროის მიცემა რთულია. მეტოქემ სეზონი დაასრულა და შეუძლია მშვიდად დაისვენოს. მაგრამ, ფინალის წინ მსგავსი დეტალები უნდა დავივიწყოთ. მხოლოდ ერთი რამაა საჭირო - მოგება,'' - მოურინიოს სიტყვებს Corriere dello Sport-ი ციტირებს.
,,რომასა'' და ,,ფეიენოორდს'' შორის კონფერენს ლიგის ფინალური შეხვედრა 25 მაისს, ტირანაში გაიმართება.

სხვა სტატიები