Belive

ვილი სანიოლი: "მესმის, რომ გულშემატკივარი ერთა ლიგას განსაკუთრებული მოლოდინით ელოდება"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უეფას ერთა ლიგის 2022 წლის გათააშების დაწყების წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და შემადგენლობაში არსებული სიახლეებისა და ცვლილებების შესახრბ ისაუბრა. "პირველ რიგში, მინდა შემადგენლობაში არსებული ცვლილებით დავიწყო. გუშინ გიორგი ქვილითაიას ტრავმა გაუმიზეზდა და კუნთის პრობლემის გამო მისი შეცვლა მოგვიწია - მას საქართველოს ნაკრებში ბექა მიქელთაძე ჩაანაცვლებს. რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, მას ბოლო წლებში არაერთი პრობლემა ჰქონდა ტრავმებთან დაკავშირებით. "ჰამბურგში" რამდენიმე კარგი მატჩის შემდეგ, მას უთამაშებელი პერიოდი აქვს, თუმცა მე მივიღე გადაწყვეტილება რომ ის გამომეძახებინა, რადგან მას გვერდით დგომა სჭირდება. იგი იზიარებს სიტუაციას და ესმის, რომ შესაძლოა, ვერ ითამაშოს, თუმცა გააგრძელებს შრომას და ნაკრებში გამოძახება მას ფორმაში დასაბრუნებლად დაემხარება. შემადგენლობაში 29 ფეხბურთელია და უნდა გვესმოდეს, რომ ყველა მათგანი ვერ ითამაშებს, განაცცადში 23 მოთამაშე იქნება და ზოგიერთს ტრიბუნაზე ყოფნა მოუწევს. ვიცი, რომ ერთა ლიგის მიმართ გულშემატკივარს, განსაკუთრებული მოლოდინი აქვს, და ეს ჩემთვის პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს, რადგანაც მათ გუნდის წარმატება სურთ და ეს ბუნებრივია. ჩვენ ჯგუფურ ეტაპს აუტსაიდერ გიბრალტართან მატჩით გიბრალტართან მატჩით ვიწყებთ. ვიცით, რომ ბულგარეთს დიდი საფეხბურთო ისტორია აქვს და ახალმა თაობამ ისინი ახალ დონეზე გადაიყვანა. რაც შეეხება მაკედონიას, რომელმაც იტალიის ნაკრები დაამარცხა, შესაძლოა ჯგუფის საუკეთესო ნაკრებია. თუმცა ჩვენც გვაქვს სტაბილურობა და ბალანსი, რომელიც ბოლო თამაშებში მივიღეთ და ჩვენი თამაშის თამაშს შევეცდებით. მე ვნახე "არსენალის" მთავარი მწვრთნელის, მიკელ არტეტას ძალიან საინტერესო ინტერვიუ. მან აღნიშნა რომ, მისი მიდგომის თვალსაზრისით, ფეხბურთელებმა ჯერ ბევრი უნდა ირბინონ და ფიზიკურად კარგ ფორმაში იყვნენ და შემდეგ აინტერესებს ტექნიკური მომზადება. იგივე მიდგომა მაქვს მეც", - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.

სხვა სტატიები