Belive

გვარდიოლა: ,,პრემიერლიგის მოგება ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე რთულია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ,,ასტონ ვილასთან'' მატჩის წინ, პრემიერლიგის საჩემპიონო რბოლაზე ისაუბრა:
,,პრემიერლიგის მოგება უფრო რთულია, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის. ბევრი ტური, ბევრი მატჩი, ბრძოლა ტრავმებით, კარგი და ცუდი მომენტები, განსხვავებული სიტუაციები. ბოლო წლებში პრემიერლიგაში გამარჯვება წარმატებაა. აქ სტაბილურობაა საჭირო. არ ვამბობ, რომ ჩემპიონთა ლიგა მნიშვნელოვანი არ არის - ჩვენ ფინალში თამაშს ვისურვებდით. მაგრამ, 38-მატჩიანი ტურნირის მოგება 7-მატჩიანი ტურნირის მოგებისგან განსხვავდება. ეს სასიამოვნოა, მიზანთან ახლოს ვართ,'' - გვარდიოლას სიტყვებს BBC Sport-ი ციტირებს.
პრემიერლიგის 38-ე ტურში ,,მანჩესტერ სიტი'' ,,ასტონ ვილას'' უმასპინძლებს. მოგების შემთხვევაში გვარდიოლას გუნდი ინგლისის ჩემპიონი გახდება.

სხვა სტატიები