Belive

ალ-ხელაიფი მბაპეს კონტრაქტზე: ,,მთავარი პროექტი იყო, რეალს მბაპესთვის მეტის გადახდა შეეძლო''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ, კილიან მბაპესთან გაფორმებულ ახალ კონტრაქტზე ისაუბრა:
,,კილიანი პსჟ-ში კიდევ სამი წლით რჩება და ეს გუნდისთვის, ლიგა 1-სთვისა და საფრანგეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გადაწყვეტილება ძალიან სერიოზული სიგნალია, ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი შევინარჩუნეთ. ის იმიტომ რჩება, რომ პარი სენ ჟერმენი წარმატების მიღწევისთვის ყველა პირობას უქმნის. რაც შეეხება კონტრაქტს, ჩვენ ციფრებს არასდროს ვამხელთ, მაგრამ პრიორიტეტი ფული არ ყოფილა. ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი იყო. ფულის მხრივ, ესპანურ გუნდს მბაპესთვის მეტის გადახდა შეეძლო,'' - ნასერ ალ-ხელაიფის სიტყვებს RMC Sport-ი ციტირებს.
გუშინ მბაპე ,,პარი სენ ჟერმენთან” ხელშეკრულება 2025 წლამდე გაახანგრძლივა. ბოლო დღეებში ესპანური მედია იუწყებოდა, რომ ფრანგ ფეხბურთელს კონტრაქტი მადრიდის ,,რეალთან” ჰქონდა შეთანხმებული.

სხვა სტატიები