Belive

ერიკ ტენ ჰაგი: ,,რა თქმა უნდა, რონალდუ ჩვენი პროექტის ნაწილი იქნება''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ იუნაიტედის'' მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა, გუნდის შემტევზე, კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა:
,,რა თქმა უნდა, ის პროექტის ნაწილი იქნება. რისი მოტანა შეუძლია რონალდუს გუნდისთვის? გოლების. ექნება თუ არა კრიშტიანუს განსხვავებული როლი კონტრაქტის ბოლო წელს? სანამ თქვენთან ვისაუბრებდი, რონალდუს ველაპარაკე,'' - ტენ ჰაგის სიტყვებს Manchester Evening News-ი ციტირებს.
კრიშტიანუ რონალდუს ,,მანჩესტერ იუნაიტედთან'' კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. გასულ სეზონში პორტუგალიელმა ,,წითელი ეშმაკების'' მაისურით ჩატარებულ 38 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები