Belive

ტენ ჰააგი: "დარწმუნებული ვარ რომ იუნაიტედში წარმატებას მივაღწევთ"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"იუნაიტედში" ახლახანს დანიშნულმა ერიკ ტენ ჰეგიმ აღიარა, რომ მას არ ეშინია გაიზიაროს "წითელი ეშმაკების" იმ მწვრთნელების ბედი, რომელთა მანჩესტერული კარიერაც სერ ალექს ფერგიუსონის გუნდიდან წასვლის შემდეგ დაიწყო და წარუმატებლად დასრულდა.
"ამაში ვერანაირ რისკს ვერ ვხედავ. ამ კლუბს დიდი ისტორია აქვს და მოდით, ახლა მისი მომავალი შევქმნათ! მოხარული ვარ, რომ საქმეს ჩემს გარშემო მყოფ ხალხთან და ახალ სტაფთან ერთად გავაკეთებ. დღითიდღე პროგრესი გვექნება და დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებას მივაღწევთ. ჩვენ გვაქვს ფანტასტიკური ისტორია და დიდი პოტენციალი - აქ სწორედ ამიტომ ვარ. ფეხბურთელებთან ჯერ არ მისაუბრია, რადგან მსურს, მათ დასვენების შესაძლებლობა მივცე," - ამბობს ტენ ჰააგი.
შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელმა სპეციალისტმა "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის სეზონის დასრულების შემდეგ ჩაიბარა.

სხვა სტატიები