Belive

AS: იუნაიტედი მამარდაშვილით დაინტერესდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთში ჩატარებული კარგი სადებიუტო სეზონის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო იზრდება. AS.COM-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ვალენსიას" ქართველ მეკარეს "მანჩესტერ იუნაიტედი" დაუკავშირდა. ესპანური გამოცემა წერს, რომ ნაჩვენები თამაშისა და სიმაღლის (1.99) გამო, მამარდაშვილს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ტოპ გუნდების ყურადღება მიიპყროს. ცნობილია, რომ "წითელი ეშმაკები" გიორგის მეორე მეკარედ განიხილავენ. დე ხეას შემცვლელი "იუნაიტედში" ახლა დინ ჰენდერსონია, რომელიც გუნდიდან წასვლა სურს. გააქტიურებული სატრანსფერო ინტერესების პარალელურად, "ვალენსიამ" გიორგი მამარდაშვილს 5 წლით კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა. ესპანურ გუნდს სურს, რომ გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ ევრომდე გაზარდოს.

სხვა სტატიები