მოურინიო: ,,თუ გავიმარჯვებთ, გავხდები პირველი მწვრთნელი, რომელსაც ყველა ევროტურნირი ექნება მოგებული”

,,რომას” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ,,ფეიენოორდთან” გასამართ კონფერენს ლიგის ფინალურ მატჩზე ისაუბრა:

,,ჩვენ ბოლო ეტაპზე ვართ, ეს სეზონის დასასრულია. ფინალი გასულ შაბათ-კვირასაც ვითამაშეთ და მომავალი სეზონისთვის ევროპა ლიგის საგზური გავიფორმეთ. ევროტურნირის ფინალში გასვლით ისტორიაში შევედით, თუმცა ახლა მოგებით ახალი ისტორია უნდა დავწეროთ.

ენთუზიაზმი შევინარჩუნეთ და კონცენტრაცია არ დაგვიკარგავს. ეს ფინალია და ჩემს გონებაში სხვა არაფერია. თუ გავიმარჯვებთ, გავხდები პირველი მწვრთნელი, რომელსაც ყველა ევროტურნირი ექნება მოგებული, თუმცა, ეს მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში…

მაგიისა და შელოცვების არ მჯერა. აქ ზედმეტს ვერაფერს გააკეთებ, უბრალოდ, საჭიროა, რომ გუნდი იყო და შენი ძლიერი მხარეების შესახებ იცოდე. ფინალური მატჩი როგორც უნდა დასრულდეს, განვლილ სეზონს დადებითად ვაფასებ,” – განაცხადა მოურინიომ.


,,რომასა” და ,,ფეიენოორდს” შორის კონფერენს ლიგის ფინალური შეხვედრა დღეს, ტირანაში გაიმართება. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

მოურინიო: ,,თუ გავიმარჯვებთ, გავხდები პირველი მწვრთნელი, რომელსაც ყველა ევროტურნირი ექნება მოგებული”

სტატიის ავტორი
-