Belive

ზინჩენკო ჩემპიონობის დროშით აღნიშვნაზე: ,,მინდოდა, უკრაინელებისთვის ღიმილის მიზეზი მიმეცა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ სიტისა'' და უკრაინის ეროვნული ნაკრების მცველმა, ალექსანდრ ზინჩენკომ, ინგლისის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, უკრაინის დროშა პრემიერლიგის თასს შემოახვია. 25 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ამ ჟესტით სურდა, მისი თანამემამულეებისთვის სიამოვნება მიენიჭებინა:
,,ეს უკვე არაერთხელ მითქვამს, თუმცა კიდევ გავიმეორებ - მე უკრაინელი ვარ და ამით ძალიან ვამაყობ! იმ მომენტში ვფიქრობდი იმ ადამიანებზე, რომლებიც, სამწუხაროდ, დაიხოცნენ და მათზე, ვინც ახლა წარმოუდგენლად რთულ პირობებშია. უბრალოდ, მინდოდა, რომ მათთვის რამდენიმე წამით ღიმილის მიზეზი მიმეცა,'' - ზინჩენკოს სიტყვებს უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი ციტირებს.
პრემიერლიგის ბოლო ტურში ,,მანჩესტერ სიტიმ'' ,,ასტონ ვილა'' 3:2 დაამარცხა და პრემიერლიგა მოიგო. ალექსანდრ ზინჩენკო ინგლისის ჩემპიონი კარიერაში მეოთხედ გახდა.

სხვა სტატიები