Belive

კლოპი: ,,თუ რეალის მატჩების მხოლოდ ბოლო 10 წუთს ავიღებთ, იფიქრებთ, რომ შანსი არ გვექნება''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ლივერპულის'' მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ,,რეალთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,არასოდეს იცი, როდის მოხვდები ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ასე რომ, ეს მართლაც რაღაც განსაკუთრებულია. ჩვენ ვხვდებით გუნდს, რომელმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს ტურნირი 4-ჯერ მოიგო. ანჩელოტი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია, ის ძალიან სასიამოვნო ადამიანია. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს და მას დიდ პატივს ვცემ. მან ყველაფერი მოიგო, თუმცა გაჩერებას არ აპირებს. თუ რეალის მატჩების მხოლოდ ბოლო 10 წუთს ავიღებთ, იფიქრებთ, რომ შანსი არ გვექნება. თუმცა, შეხვედრები უფრო დიდ ხანს გრძელდება. მეტოქე ძალიან გამოცდილია და ზუტად იცის, როგორ მოემზადოს ფინალისთვის, ეს 2018 წელს ვიგრძენით. მას შემდეგ გამოცდილება ჩვენც შევიძინეთ და ეს დაგვეხმარება,'' - კლოპის სიტყვებს BBC Sport-ი ციტირებს.
28 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ,,ლივერპული” მადრიდის ,,რეალს” დაუპირისპირდება. ეს გუნდები ფინალში ერთმანეთს 2018 წელსაც შეხვდნენ, მატჩი ,,სამეფო გუნდის” გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

სხვა სტატიები