Belive

ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, ნევილმა ლივერპულის სუსტი წერტილი დაასახელა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, გარი ნევილმა, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა:
,,არ მგონია, რომ ჩემპიონთა ლიგას ლივერპული მოიგებს. პარიზში გასამართ ფინალზე ბევრი ვიფიქრე, ბევრი ვიფიქრე რეალზე და იმაზე თუ როგორ ახერხებენ ისინი ქამბექებს. გამახსენდა 1999 წელი, როცა ჩვენ გამუდმებით ბოლო წუთებში ვიგებდით და ეს ჩვენი ნახევარდაცვის დამსახურება იყო - კინი, ბატი, სქოულზი, გიგზი, ბექჰემი... ისინი ფენომენალური ფეხბურთელები იყვნენ. ახლა რეალის ნახევარდაცვას ვუყურებ - კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი, ვალვერდე, კამავინგა... ისინი გუნდს პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე ლიდერობენ. ვფიქრობ, ლივერპულის ნახევარდაცვა მათი სუსტი წერტილია და ბოლო 15 წუთში რეალს გამარჯვებას ეს ხუთი ფეხბურთელი მოუტანს,'' - განაცხადა ნევილმა.
28 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ,,ლივერპული” მადრიდის ,,რეალს” დაუპირისპირდება. ეს გუნდები ფინალში ერთმანეთს 2018 წელსაც შეხვდნენ, მატჩი ,,სამეფო გუნდის” გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.  

სხვა სტატიები