Belive

კლოპი: ,,როცა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მეკარე სახელდება, მეტოქე გუნდში რაღაც ისე ვერ არის''

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
,,ლივერპულის'' მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, მადრიდის ,,რეალთან'' წაგებული მატჩი შეაფასა:
,,წარმოუდგენელი არაფერია, ჩვეულებრივი საფეხბურთო შედეგია... ჩვენ მეტოქის კარში ბევრჯერ დავარტყით, მაგრამ გადამწყვეტი სტატისტიკა მადრიდელთა მხარესაა. მათ გაიტანეს გოლი, ჩვენ კი ვერა - ეს ფეხბურთის სამყაროში ყველაზე მარტივი ახსნაა. მტკივნეულია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამას პატივს ვცემთ. როცა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მეკარე სახელდება, მეტოქე გუნდში რაღაც ისე ვერ არის. კურტუამ სამი საოცარი დარტყმა მოიგერია, მაგრამ, მე კიდევ უფრო მეტი მომენტის შექმნას ვისურვებდი. პრობლემა ისაა, რომ როცა რეალის წინააღმდეგ თამაშობ და ისინი ასე ღრმად იცავენ თავს, მათი კონტრშეტევები დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ბიჭებს უკვე ვუთხარი, რომ მათით ვამაყობ, გუნდმა საოცარი სეზონი ჩაატარა. ორი ტურნირი, რომელიც ვერ მოვიგეთ, მინიმალური სხვაობით დავთმეთ. როცა აგებ, უნდა დაფიქრდე, რა გააკეთე არასწორად. არის თუ არა შესაძლებელი, რომ 63-ე მატჩი საუკეთესოდ ჩაატარო? არ ვიცი. ჩვენ ჯილდო ვერ მივიღეთ და ეს თამაშის ნაწილია, რაც არასდროს შეიცვლება. ერთხელაც რეალი ფინალს წააგებს, მაგრამ ეს დღეს არ მომხდარა,'' - კლოპის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში მადრიდის ,,რეალმა” ,,ლივერპული” 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 59-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა გაიტანა.

სხვა სტატიები