Belive

ლევანდოვსკი: ,,იმედია, ბაიერნში მხოლოდ იმიტომ არ დამტოვებენ, რომ კონტრაქტი 2023 წელს მეწურება''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის ,,ბაიერნის'' თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ,,რეკორდმაისტერის'' დატოვება გადაწყვეტილი აქვს:
,,ჩემი ისტორია ბაიერნში დასასრულს მიუახლოვდა. ტრანსფერი ყველასთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. ამ გუნდში თამაშის შესაძლებლობას ვეღარ ვხედავ. ბაიერნი სერიოზული გუნდია და მჯერა, რომ ისინი ხელს არ შემიშლიან, აქ თამაში აღარ მინდა. იმედი მაქვს, გუნდში მხოლოდ იმიტომ არ დამტოვებენ, რომ კონტრაქტი 2023 წელს მეწურება. ვფიქრობ, მეტ ინფორმაციას სანაკრებო თამაშების შემდეგ გავავრცელებ,'' - განაცხადა ლევანდოვსკიმ.
იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, კატალონიის ,,ბარსელონა'' ლევანდოვსკის სამწლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა, თუმცა ახლა ყველაფერი ,,ბაიერნზეა'' დამოკიდებული. გასული სეზონი ლევანდოვსკიმ 50 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით დაასრულა.

სხვა სტატიები