Belive

გრილიში: ,,ჰოლანდის გაფორმებით, შესაძლოა, მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი მივიღეთ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ სიტის'' შემტევმა, ჯეკ გრილიშმა, გუნდის ახალწვეულზე, ერლინგ ჰოლანდზე ისაუბრა:
,,ჰოლანდის გაფორმებით ტოპ-დონის თავდამსხმელი მივიღეთ. შესაძლოა, მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდი. იმედია, ჩვენს დახმარებას შეძლებს. მომავალ სეზონს მოუთმენლად ველი. დარწმუნებული ვარ, ერლინგი კარგად შეეწყობა დე ბრუინეს, ფოდენს, სტერლინგს - ყველას, ვინც შეტევაში თამაშობს. ის მსოფლიოს ორ საუკეთესო ცენტრალურ თავდამსხმელს შორის ნამდვილადაა,'' - გრილიშის სიტყვებს Mirror-ი ციტირებს.
რამდენიმე დღის წინ, ,,მანჩესტერ სიტიმ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჰოლანდი პირველი ივლისიდან ,,ქალაქელთა” შემადგენლობაში ითამაშებს. ინგლისური მედიის ცნობით, 21 წლის ფეხბურთელი მანჩესტერელებთან კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს და კვირაში ხელფასის სახით 440 ათას ევროს მიიღებს. ჰოლანდი ,,დორტმუნდში” 2020 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში თავდამსხმელის ანგარიშზე გერმანული კლუბის მაისურით ჩატარებულ 29 მატჩში 28 გოლი და 8 ასისტია.

სხვა სტატიები