Belive

16 გოლი 5 მატჩში - რეალის დაცვა კატასტროფულ ფორმაშია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდულმა გრანდმა "აუდის თასზე" კატასტროფულად იასპარეზა. პრესეზონზე გამართულ 5 შეხვედრაში "რეალმა" 16 გოლი გაუშვა. "აუდის თასზე" გამანადგურებელი ანგარიშით მარცხი "რეალმა" "ატლეტიკოსგან" იგემა. დიეგო სიმეონეს გაწვრთნილმა "ატლეტიკომ" "ბლანკოსი" 7:3 დაამარცხა. მორიგი მარცხი "რეალმა" "ბაიერნისგან" იგემა - რეკორდმაისტერმა სამეფო კლუბი 3:1 დაამარცხა. მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 0:1 "რეალი" "ტოტენჰემთან" დამარცხდა, ხოლო "არსენალთან" ფრედ 2:2 დაასრულა შეხვედრა. "აუდის თასზე" გამართული ერთადერთი მატჩი, რომელშიც "რეალმა" გამარჯვება მოიპოვა "ფენერბახჩეს" წინააღმდეგ შედგა (5:3). გამარჯვების მიუხედავად, "რეალმა" თურქული კლუბისგან 3 გოლი მიიღო. აღსანიშნავია რომ "აუდის თასზე" გამართული ხუთი მატჩიდან - "რეალმა" ვერცერთ შეხვედრაში ვერ შეძლო პირველი გოლის გატანა. ზინედინ ზიდანი იმედოვნებს, რომ ედერ მილიტაოსა და კაზემიროს დაბრუნების შემდეგ, "რეალის" დაცვას შედარებით გაუმარტივდება საქმე და "ბლანკოსი" ნაკლებ გოლს გაუშვებს.

სხვა სტატიები