Belive

16 წლიანი ისტორია დასრულებულია - მანდანდამ მარსელი დატოვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მარსელში" 16 წლიანი ისტორია დასრულდა - 37 წლის ვეტერანმა ფრანგმა მეკარემ, სტივ მანდანდამ, "მარსელი" ოფიციალურად დატოვა.

მანდანდა "მარსელის" რიგებში 2007 წლიდან ირიცხებოდა და დღემდე ფრანგული კლუბის მაისურით 613 მატჩის ჩატარება მოახერხა, სადაც 674 გოლი გაუშვა და კარის მშრალად შენახვა 199-ჯერ შეძლო. ვეტერანი ფრანგი კიპერი კლუბს ლეგენდის სახელით ტოვებს და კარიერას კვლავ საფრანგეთში, კერძოდ კი "რენის" რიგებში გააგრძელებს, სადაც მეკარემ 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

სხვა სტატიები