Belive

16-წლიანი პაუზის შემდეგ: ლიდსი პრემიერლიგაში დაბრუნდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
16-წლიანი პაუზის შემდეგ, "ლიდს იუნაიტედი" პრემიერლოგაში დაბრუნდა. ისტორიული ინგლისური გუნდი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ელიტის კარზე აკაკუნებს და საუკეთესო ოც გუნდში მოსახვედრად 1 ნაბიჯი აკლდება, საბოლოოდ პრემიერლიგაში ითამაშებს. გამოცდილი არგენტინელი მწვრთნელის მარსელო ბეილსას გუნდის ეს წარმატება ოფიციალური მას მერე გახდა, რაც ჩემპიონშიფის 45-ე ტურში, მათი უშუალო კონკურენტი "ვესტ ბრომვიჩი" "ჰადერსფილდთან" 1:2 დამარცხდა. ინგლისის სამგზის ჩემპიონი, რომელმაც 2001 წელს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშა, პრემიერლიგაში 2003/04 წლების სეზონის შემდეგ პირველად ითამაშებს.

სხვა სტატიები