Belive

16 წლის შემდეგ, ლიდსი პრემიერლიგის ცხრილში მე-13 ადგილს იკავებს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუხედავად იმისა, რომ "ლიდს იუნაიტედმა" პრემიერლიგაში, 21-ე საუკუნეში მხოლოდ 4 წელი ითამაშა, ყველა დროის სატურნირო ცხრილში მაინც მე-13 ადგილს იკავებს. რამდენიმე დღის წინ, 16-წლიანი პაუზის შემდეგ, "ლიდსი" ელიტარულ ინგლისურ ფეხბურთს დაუბრუნდა, ამდენი წლის განმავლობაში კი ბევრმა გუნდმა მათი გადასწრება მაინც ვერ მოახერხა. მაგალითად, "კრისტალ პალასმა" და "ლესტერ სიტიმ", მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი 4 წლის წინ ქვეყნის ჩემპიონიც კი გახდა. მარსელო ბიელსას გაწვრთნილ გუნდს საერთო ჯამში, პრემიერლიგაში 692 ქულა აქვს მოპოვებული. ბოლო მატჩი, რომლითაც "ლიდსი" დაგვემშვიდობა, 2004 წლის 15 მაისს შედგა, სადაც გუნდი "ჩელსისთან" სტუმრად - 0:1 დამარცხდა. მას მერე, პრემიერლიგაში 28 სხვადასხვა ამოსული გუნდი ვიხილეთ, მაგრამ "ლიდსის" შედეგის გაუმჯობესება ვერავინ შეძლო. რაც შეეხება უშუალოდ დასავლეთ იორკშირულ კლუბს, მათ პრემიერლიგის საგზურის ლოდინში, 734 მატჩი ჩაატარეს, ჯამში 268 ფეხბურთელი გამოიყენეს და 15 მთავარი მწვრთნელი შეიცვალეს.

სხვა სტატიები