Belive

ზუსტად 16 წლის წინ, ბარსელონაში მესის დებიუტი შედგა (ვიდეო)

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ზუსტად 16 წლის წინ, ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ეპოქა დაიწყო - 2004 წლის 16, ოქტომბერს, ლიონელ მესიმ "ბარსელონას" მაისურით პირველ ოფიციალურ შეხვედრაში ითამაშა. 5 ოქროს ბურთის, ათობით გუნდური თუ ინდივიდუალური ჯილდოს და მილიონობით ქომაგის გულის მომგებ ფეხბურთელს "ბლაუგრანას" მთავარ გუნდში მანამდეც უთამაშია, 2003 წლის 16 ნოემბერს, ჟოზე მოურინიოს "პორტუსთან" ამხანაგურ მატჩში, თუმცა ლა ლიგის კარი მან სწორედ 16 ოქტომბერს შეაღო. მაშინ, კატალონიელები გასვლით დერბიში "ესპანიოლს" ხვდებოდნენ, მატჩს 34 000 ქომაგი ესწრებოდა. 84-ე წუთზე, ფრენკ რაიკაარდმა ერთადერთი გოლის ავტორი, პორტუგალიელი დეკო შეცვალა და ნიჭიერ არგენტინელს უდიდესი მწვერვალებისკენ მიმავალი გზა გაუხსნა. მას მერე 15-მა წელიწადმა გაიარა. დღეს მესი "ბარსას" კაპიტანი, თილისმა და მსოფლიო ფეხბურთის თვალსაჩინოებაა. 15 წელიწადში ლეომ ესპანური კლუბისთვის 692 მატჩი ჩაატარა, 604 გოლი გაიტანა, 223 საგოლე პასი გააკეთა და 34 ტიტული მოიგო, მათ შორის 10 ლა ლიგა და 4 ჩემპიონთა ლიგა.  
 

სხვა სტატიები