Belive

16 წლის წინ, რონალდუმ მანჩესტერის წინააღმდეგ ითამაშა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
16 წლის წინ, პორტუგალიელმა თინეიჯერმა საფეხბურთო სამყაროს თავი გააცნო: 2003 წელს, "მანჩესტერ იუნაიტედი" წინასასეზონო მატჩს ლისაბონის "სპორტინგის" წინააღმდეგ ატარებდა. მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი კრიშტიანუ რონალდუ გახდა - იმ დროისთვის უცნობი ფეხბურთელი, რომელსაც უდიდესი მომავალი ელოდა წინ. იმ პერიოდში "სპორტინგს" პორტუგალიის ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი, ფერნანდუ სანტუში ხელმძღვანელობდა. იგი გუნდს ახალი სეზონისთვის 4-3-3 ტაქტიკით ამზადებდა, თუმცა "მანჩესტერთან" დაპირისპირების შემდეგ გამოჩნდა, რომ სანტუშს ძირითადში 2 თავდამსხმელის დაყენება მოუწევდა, რადგან რონალდუ გუნდს აუცილებლად დატოვებდა. "მანჩესტერ იუნაიტედმა" პორტუგალიელის სანაცვლოდ "სპორტინგს" £12.24 მილიონი გადაუხადა. იმ პერიოდში, რონალდუ პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერი იყო. "მანჩესტერში" ტრანსფერს ლეგენდის დაბადება მოჰყვა - რონალდუ ყოველდღიურად პროგრესირებდა და მეტოქის მცველებსა და მეკარეს უფრო და უფრო ხშირად ატერორებდა. "ნისლიან ალბიონზე" 292 მატჩი ჩაატარა და 118 გოლი გაიტანა (3 პრემიერ ლიგა, 1 ჩემპიონთა ლიგა).

იხილეთ ვიდეო

სხვა სტატიები