Belive

იტალიური მედია: შესაძლოა ჟოზე მოურინიო, ანტონიო კონტემ ჩაანაცვლოს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
„ჩელსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩაიბაროს, – ამტკიცებს Football Italia. ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა გუნდში დაძაბული სიტუაციით, რაც უკავშირდება ჟოზე მოურინიოსა და ნახევარმცველ პოლ პოგბას შორის კონფლიქტს და ამიტომაც განიხილავს 49 წლის იტალიელს გუნდის დამრიგებლის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად. ყურადსაღებია ის ფაქტიც,რომ წარსულში ჟოზე მოურინიოსა და ანტონიო კონტეს კონფლიქტი ქონდათ. მანამდე დაიწერა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე კიდევ ერთი კანდიდატია „რეალის“ ყოფილი დამრიგებელი ზინედინ ზიდანი.

სხვა სტატიები