Belive

17 კლუბი, 15 განათხოვრება, 6 დივიზიონი და დებიუტი პრემიერლიგაში 11-წლიანი ლოდინის შემდეგ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის პრემიერლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში, საკმაოდ საინტერესო ფეხბურთელის მაიკლ ჰექტორის დებიუტი შედგა. "ფულემი" - "არსენალის" მატჩში (0:3) იამაიკელმა მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში, თანაც სრულად ითამაშა. მას საკმაოდ საინტერესო წარსული აქვს. საქმე ისაა, რომ 28 წლის ცენტრალურმა მცველმა პრემიერლიგაში 11-წლიანი ლოდინის შემდეგ პირველად ითამაშა. "რედინგის" აკადემიის აღზრდილმა ფეხბურთელმა 2009 წლიდან მოყოლებული 17 სხვადასხვა გუნდში ითამაშა და აქედან 15-ში განათხოვრებული გახლდათ. ინგლისის 6 სხვადასხვა დივიზიონის, შოტლანდიის, გერმანიის და ირლანდიის ჩემპიონატებში თამაშის შემდეგ, 2015 წელს ის ლონდონის "ჩელსიმ" შეიძინა, თუმცა გუნდში 1 მატჩიც კი არ ჩაუტარებია და მიმდინარე წლის ზამთარში 6 მილიონ ევროდ "ფულემში" გაყიდა. "ძალიან ამაყი ვარ, რომ საბოლოოდ შევძელი პრემიერ ლიგაში" თამაში. ეს ის თამაში არ იყო, რასაც გუნდი და მე ველოდებოდით, მაგრამ გპირდებით, რომ ბევრად უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ", - თქვა იამაიკელმა ფეხბურთელმა. ლონდონური კლუბი ინგლისური ფეხბურთის ელიტას ერთწლიანი განშორების შემდეგ დაბრუნდა.

სხვა სტატიები