Belive

17 წლის ბიჭი მსოფლიო ჩემპიონატზე - მუკოკო გერმანიის ნაკრებში გამოიძახეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დორტმუნდის "ბორუსიასა" და გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების 17 წლის ფორვარდი - იუსუფა მუკოკო მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს.

17 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება, მის ანგარიშზე 21 ჩატარებულ მატჩში 6 გატანილი გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მუკოკოს ეროვნულ ნაკრებში ადგილი, მისი თანაგუნდელის - მარკო როისის ტრავმის შემდეგ გაუთავისუფლდა და ეროვნულ ნაკრებში იგი პირველად გამოიძახეს. საინტერესოა, როგორ წარმოაჩენს თავს 17 წლის ბიჭი მსოფლიო ჩემპიონატზე.

მუკოკოს აქამდე ეროვნულ ნაკრებში არ უთამაშია, მას გერმანიის 16 და 18-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია, ბოლოს კი ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს, სადაც 5 მატჩში თავი 6-ჯერ გოლით გამოიჩინა.

სხვა სტატიები