Belive

17 წლის ფეხბურთელი, რომელიც 42-ის ეგონათ: სად არის ახლა მინალა?

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

პოპულარობის მოსახვეჭად ჯოზეფ მინალას მხოლოდ და მხოლოდ 1 ფოტო დასჭირდა. "ლაციოს" ფეხბურთელმა მოედანზე თავის გამოჩენა ვერ შეძლო თუმცა უკანასკნელი წლების ყველაზე გახმაურებული სკანდალის ავტორად იქცა. მათთვის ვინც არ იცის - 2014 წელს, 17 წლის ჯოზეფ მინალა "ლაციოს" ძირითადი გუნდის წევრი ხდებოდა. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ გადაღებულ ფოტოში იგი 42 წლის ვეტერანს უფრო ჰგავდა, ვიდრე 17 წლის ამომავალ ვარსკვლავს. აფრიკულმა საფეხბურთო ვებგვერდმა, მინალას ასაკთან დაკავშირებით შოკისმომგვრელი ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა და მთელ მსოფლიოს მოედო.

მისი გარეგნობა საკმაოდ დიდ ეჭვს იწვევდა, თუმცა არ არსებობდა კონკრეტული მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც დამტკიცდებოდა რომ მინალამ დაბადების თარიღი გააყალბა. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა, მინალას საქმის ძიება დაიწყო თუმცა მოგვიანებით საქმე დაიხურა. ფედერაციის წარმომადგენელმა კი შემდეგი განაცხადა: "გამოძიებამ დისციპლინარული საქმისწარმოების დაწყების საჭიროება ვერ აღმოაჩინა." აგორებული სკანდალის შემდეგ, რომაულ კლუბში მინალას კარიერა ეჭვქვეშ დადგა. მომდევნო სეზონში მინალამ "ბარის" მაისური მოირგო - სერია ბ-ს ბინადარ გუნდში მინალა იჯარის წესით გადავიდა. იტალიის რანგით მეორე დივიზიონში მინალამ 18 მატჩში 3 გოლის გატანა შეძლო, რის შემდეგაც "სტადიო ოლიმპიკოს" დაუბრუნდა.
 
View this post on Instagram
 

C' mon eagle! ⚪🔵🦅 Questa è la mia aquila! ⚪🔵🦅 @official_sslazio #SerieA #Lazio #SSL #SSLazio #Puma #PumaFootball #PumaOne

A post shared by MJM5️⃣8️⃣🦍 (@minalajosephmarie) on

აღსანიშნავია, რომ "ბარიდან" დაბრუნებული სკანდალური ფეხბურთელი "ლაციომ" კვლავ გაასხვისა. ამჯერად მინალამ "ლათინას" მაისური მოირგო. 2016 წელს იგი კვლავ "ბარის" დაუბრუნდა. ყველაზე დიდხანს მინალა "სალერნიტანას" რიგებში აღმოჩნდა - ქვედა დივიზიონში მყოფ გუნდში იგი 3 სეზონის მანძილზე იყო გასხვისებული. "სალერნიტანას" მინალას გამოსყიდვის შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა და იგი კვლავ "ლაციოს" დაუბრუნდა. ამ წუთისათვის, ოფიციალური მონაცემების თანახმად, 23 წლის მინალა ჩინური "ქინგდაოში" იჯარის წესითაა გასხვისებული. მოქმედი კონტრაქტის თანახმად, ჯოზეფ მინალა 2021 წლამდე "ლაციოს" საუკეთრებაა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომაულმა კლუბმა, რომელსაც საჩემპიონო ამბიციები აქვს მინალას კონტრაქტი გაუხანგრძლივოს.
 
View this post on Instagram
 

Compleanno #CIRO30 🎉 #compleanno 🎂 #Gatsbyparty 🍹 #palazzobrancaccio 🏛 @ciroimmobile17 ⚽️ @viviana_minala ❤

A post shared by MJM5️⃣8️⃣🦍 (@minalajosephmarie) on

მინალას ხილვა EA Sports-ის პოპულარულ ვიდეო თამაშში, FIFA 20-ია შესაძლებელი. კომპიუტერულ თამაშში 23 წლის ფეხბურთელის რეიტინგი 69 არის - რეალურ ცხოვრებაში კი მინალა ყოველთვის ემახსოვრებათ 17 წლის ფეხბურთელად, რომელიც 42-ის ეგონათ.

სხვა სტატიები