Belive

17 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ გეია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბლექპულის" ფეხბურთელმა, ჯეიკ დანიელსმა თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ განაცხადა. 17 წლის ინგლისელი, 1990 წლის შემდეგ, დიდ ბრიტანეთში პირველი მოქმედი პროფესიონალი მოთამაშეა, რომელმაც აღიარა, რომ გეია.
"დედაჩემს და ჩემს დას ამის შესახებ უკვე ვუთხარი. ეს "აკრინგტონთან" მატჩის შემდეგ მოხდა, როდესაც მე ოთხი გოლი გავიტანე. ჩემთვის ეს დიდი შვებაა, ამისთვის მზად არ ვიყავი, მაგრამ ტყუილებით დავიღალე. "ვფიქრობდი, რომ "ქამინგ-აუთი" კარიერის დასრულების შემდეგ იყო შესაძლებელი, მაგრამ ეს ახლა გადავწყვიტე", - თქვა დანიელსმა.
შეგახსენებთ, რომ ჯეიკ დანიელსამდე ერთადერთი აქტიური ფეხბურთელი, რომელმაც აღიარა, რომ გეია, ავსტრალიელი, ჯოშ კავალო იყო.