Belive

დასჯის თუ არა ჩილიმის მოწევისთვის „სიტი“ აგუეროს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
 Sky Sports-ის ინფორმაციით, „სიტი“ არგენტინელი გოლეადორის დასჯას არ აპირებს. საქმე ეხება Instagram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს, სადაც არგენტინელი მეგობარ გოგოსთან ერთად ჩილიმს ეწეოდა. ვიდეოს ინტერნეტში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ინტერნეტ-მომხმარებლები წერდნენ, რომ მსგავსი ქმედება ფეხბურთელისგან მიუღებელია და რომ აგუერო აუცილებლად უნდა დასჯილიყო. Daily Mail-ი კი წერდა, რომ ვიდეო „სიტის“ თავკაცს, პეპ გვარდიოლას აუცილებლად განარისხებდა.

იხილეთ ვიდეო

თუმცა Sky Sports-მა მოიპოვა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გუნდის ხელმძღვანელობა არგენტინელი ფორვარდის ქცევას მიუღებლად არ მიიჩნევს და შესაბამისად მის წინააღმდეგ არანაირი სადამსჯელო ღონისძიება არ გატარდება. "სიტის" რიგებში აგუეროს 296 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც მან 204 გოლის გატანა და 58 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები