Belive

18 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ბელგიურ გუნდთან პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

18 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, ცოტნე ბენდიანიშვილმა "კორტრაიკთან" პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა. საქართველოს ასაკობრივი ნაკრების ნახევარმცველი ბელგიურ გუნდში მინიმუმ 2022 წლის ივნისამდე ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ ცოტნემ ფეხბურთის თამაში სწორედ "კორტრაიკში", 4 წლის ასაკში დაიწყო, ახლა კი ის გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდა. ბელგიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ბენდიანიშვილი "კორტრაიკის" განაცხადში ერთხელ მოხვდა. მას თავის გამოჩენის შანსი არ მისცემია, თუმცა ცოტნემ პრე-სეზონის ორ ამხანაგურ მატჩში, ფრანგულ "ვალენსიენთან" და ნიდერლანდურ "ჰეერენვენთან" ითამაშა.

View this post on Instagram

A post shared by KV Kortrijk (@kv_kortrijk)

View this post on Instagram

A post shared by KV Kortrijk (@kv_kortrijk)

სხვა სტატიები